Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნარკოპოლიტიკის გამკაცრება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად

მარშალ პრესი 11/03/2025
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „რამდენიმე წლის წინ ლიბერალების მიერ შემოტანილი თემა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საბედნიეროდ, ისევ ოცნებამ ჩააგდო.

მაშინ ამ თემას ქუჩის აქციებიც კი მოჰყვა, ისევ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების ხელმძღვანელობით“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რამდენიმე წლის წინ ქვეყანაზე უცხო ძალების მხრიდან დიდი ზეწოლა იყო, რომ ხელისუფლებას მიეღო ლიბერალური კანონები, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრების წინააღმდეგ უცხო ძალების მიერ დაფინანსებულ აქციებს შედეგი არ გამოუღია და საღმა აზრმა გაიმარჯვა.

თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზაა. “საქართველოს პარლამენტი მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას იწვევს.

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ლიბერალების მიერ შემოტანილი თემა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საბედნიეროდ, ისევ ოცნებამ ჩააგდო. მაშინ ამ თემას ქუჩის აქციებიც კი მოჰყვა ისევ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების ხელმძღვანელობით, რომლებიც ნარკოლიბერალიზაციას უჭერდნენ მხარს, თუმცა, საღმა აზრმა გაიმარჯვა. ლიბერალების ზეობის პერიოდში ხელისუფლება მძიმედ, მაგრამ მაინც ახერხებდა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, უცხოეთიდან შემოტანილი ინიციატივების შეჩერებას.

დღეს კი უკვე რეალურად თავისუფალ გარემოში ახერხებს იმ კანონების მიღებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ბევრ ახალგაზრდას გადაარჩენს. ახალგაზრდობა კი მთავარი რეპროდუქციული სეგმენტია დემოგრაფიულ პოლიტიკაში,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე ახალგაზრდებიდან მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა – ნინო ლაცაბიძე
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.