Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე ახალგაზრდებიდან მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა – ნინო ლაცაბიძე

მარშალ პრესი 11/03/2025
482849525_28678204265158122_3437047845317692802_n

რუსთავის მერიამ სტუდენტური პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი” ახალი ეტაპი დაიწყო.

ახალგაზრდების დასაქმებისა და მუნიციპალიტეტის მუშაობაში მათი ჩართვის მიზნით, რუსთავის მერის ინიციატივით, პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც ხორციელდება.

,,მართე შენი ქალაქის“ მერვე ეტაპის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. ქალაქის მერმა ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე რეფორმები და პროექტები გააცნო, ასევე მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

,,რუსთავის მერიაში ახალგაზრდებისთვის დღეს დავიწყეთ პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი“ მერვე ეტაპი, რომელიც ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებას, ასევე მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებიდან, მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მერვე ეტაპის მონაწილე 35 სტუდენტი, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის სპეციფიკას და რუსთავის მერიაში გატარებული რეფორმების შედეგად დანერგილ ახალ სერვისებს, ერთი თვის განმავლობაში გაეცნობა.

სტუდენტური სტაჟირების პროგრამაში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით არის შესაძლებელი.

Post navigation

Previous: დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას
Next: ნარკოპოლიტიკის გამკაცრება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.