Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა

მარშალ პრესი 11/03/2025
4040

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი რეგიონული პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-10 სხდომის ეფექტურობა, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. აგრეთვე ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის ეფექტიანად ფუნქციონირების ხელშეწყობაზე.

ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას.

Continue Reading

Previous: ნარკოპოლიტიკის გამკაცრება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად
Next: პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025