Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 11/03/2025
shalva papuashvili

ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე გამახსენდა, ხალხს ვუჭერთ მხარსო. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ალბათ, მინიმუმ, მოლოდინი ექნებოდა, რომ საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა საფრანგეთის ელჩი. ევროპულობა ხომ საქმეში გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა, შესაძლოა, საქართველოში ახალი არჩევნები იყოს.

Post navigation

Previous: ხომ შეიძლება “დიფ სთეითის” ეგიდით მსოფლიოში განვითარებულ ამა თუ იმ სიმახინჯეს და დანაშაულს თბილისური აგენტურა ან გაემიჯნოს, ან “თანაზიარებისაგან” თავი შეიკავოს, მაგრამ “ნურას უკაცრავად”
Next: ,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე ახალგაზრდებიდან მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა – ნინო ლაცაბიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.