Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარკო რუბიომ პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი მასთან დახურული შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას მოითხოვს

მარშალ პრესი 07/03/2025
SOZAR SUBARI

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიოს თქმით, ევროპელი ლიდერები არა მხოლოდ იმას პროგნოზირებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სულ ცოტა ერთი წელი გაგრძელდებაო, არამედ, ისიც მისი თქმით, ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც საჯარო განცხადებებში თითქოს მშვიდობას უჭერენ მხარს, მასთან დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასრულდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმითვე, უკრაინელი მაღალჩინოსნების დამოკიდებულებაც ამ ომის მიმართ მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.

„რუბიომ არ დაასახელა კონკრეტული პოლიტიკოსები, მაგრამ, გასაგებია, რომ ის მეორეხარისხოვან პოლიტიკოსებს არ შეხვდებოდა. ვისაც ხვდება, ისინი არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები – ან ევროპის ქვეყნების ლიდერები, ან, სულ ცოტა, საგარეო საქმეთა მინისტრები. შესაბამისად, ჩანს რომ ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას ემხრობა,
დღესაც ვკითხულობდი ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე უკრაინელი მაღალი თანამდებობის მქონე პირების განცხადებებს, რომლებიც აღიარებდნენ, რომ მართალია რუსეთი ბრძოლის ველზე წინ მიიწევს, მაგრამ ისეთი ნელი ტემპით, რომ 118 წელი დასჭირდება უკრაინის მთლიანად დასაპყრობადო. ამით თავის დამშვიდება, მაშინ, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება და ქალაქ-სოფლები ნადგურდება, საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ გაუგებარი უპასუხისმგებლობა და ცინიზმია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის იქნება ის ლოდი, რომელიც მათ ფსკერისკენ წაიყვანს
Next: სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.