Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვენ

მარშალ პრესი 07/03/2025
sozar subari

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ლაშა ტალახაძის მიმართ რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება.
„ამით განვსხვავდებით ჩვენ ოპოზიციისგან, რომ როდესაც ადამიანი დიდი ქართველია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩვენ მას პატივს ვცემთ“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ლაშა ტალახაძის მიმართ რადიკალების მიერ გაჟღერებული განცხადებები სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა ესტონეთის ხელისუფლების საქციელი, ვინც ეს სანქციები დააწესა, მაგრამ განსაკუთრებით სირცხვილი იმ ქართველ აგენტებს, რომლებიც ლაშა ტალახაძის დასანქცირებას ითხოვდნენ. ლაშა ტალახაძე არის ეროვნული გმირი, ხელისგულზე სატარებელი თითოეული ქართველისთვის. მე პირადად მეამაყება, რომ დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანს და ჩემს მეგობრად მივიჩნევ. ლაშაზე რა განცხადებებიც მოვისმინეთ ოპოზიციისგან, არის სამარცხვინო.

ამით განვსხვავდებით ჩვენ აგენტურული ოპოზიციისგან, რომ როდესაც ადამიანი დიდი ქართველია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩვენ მას პატივს ვცემთ. მაგალითად, ძალიან მიყვარდა ბუბა კიკაბიძე, ვმეგობრობდი მასთან, ძალიან მიყვარს სიმღერები და მის მიერ შესრულებული როლები, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები.ამის მიუხედავად, უბრალოდ წარმოუდგენელია, მე ბუბა კიკაბიძის მიმართ იგივე სიტყვები გავიმეორო, რასაც რადიკალები ლაშა ტალახაძის მიმართ კადრულობენ,“- განაცხადა სოზარ სუბარმა მედიასთან.

Post navigation

Previous: მარკო რუბიომ პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი მასთან დახურული შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას მოითხოვს
Next: რამხელა კრიმინალური ენერგია ჰქონია ამ ადამიანს, რამდენი ხანი გეგმავდა ამას – შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.