Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის იქნება ის ლოდი, რომელიც მათ ფსკერისკენ წაიყვანს

მარშალ პრესი 07/03/2025
sozar

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის იქნება ის ლოდი, რომელიც მათ საბოლოოდ წაიყვანს ფსკერისკენ.

„საზოგადოებას ახსოვს ის პერიოდი, როცა სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა. ის იმ დროს თავისი რეიტინგის პიკში იყო, რადგან ჯერ კიდევ არ იყო გაშიფრული აგენტი. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პარტიისგან შეთავაზებები მიიღო, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთად გასულიყვნენ, მაგრამ ზურაბიშვილმა ყველა მოიშორა და ქედმაღლურად განაცხადა, რომ ის იმ არჩევნებს დამოუკიდებლად მოიგებდა.

საბოლოოდ კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა პარტია „საქართველოს გზამ“ მხოლოდ 1,5% მხარდაჭერა მიიღო. საქართველოს ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანიც კი ვერ გაიყვანა საკრებულოში. დღეს კი – თუკი ოპოზიცია გაერთიანებას შეძლებს, რაც ნაკლებად სარწმუნოა, და თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება მათი ლიდერი – ეს იქნება ლოდი, რომელიც ოპოზიციას საბოლოოდ ჩაძირავს ფსკერისკენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სასამართლო პროცესებზე ელჩების დასწრებას აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება
Next: მარკო რუბიომ პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი მასთან დახურული შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას მოითხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.