Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თურქმენეთში პრემიერის ვიზიტი დაიწყო

მარშალ პრესი 06/03/2025
482253646_1187551339395162_8582125933013399725_n

საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.
აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი დამხვდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ხვალ პირისპირ შეხვედრაზე მიმასპინძლებს.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და თურქმენეთის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის შემდეგ დარგობრივ უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.

თურქმენეთს დელეგაციასთან ერთად ვეწვიე, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

Post navigation

Previous: ბალტიისპირეთის იმ ქვეყნებიდან ვიღებთ სანქციებს, რომელთაც რუსეთთან ხუთჯერ მეტი სავაჭრო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე – ჩვენ
Next: ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაწყობს – ვლადიმერ პუტინი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.