Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბალტიისპირეთის იმ ქვეყნებიდან ვიღებთ სანქციებს, რომელთაც რუსეთთან ხუთჯერ მეტი სავაჭრო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე – ჩვენ

მარშალ პრესი 06/03/2025
guram macharashvili

„სანქციები მორიგი, ჩვეულებრივი, გაცვეთილი მეთოდია. ბალტიისპირეთმა საერთოდ არ იცის არც ლაშა ტალახაძე და არც სხვა პიროვნებები, ვის დასანქცირებაზეც არის საუბარი. ეს ყველაფერი მომზადებულია „დიფ სთეითის“ აქაური წარმომადგენლებისგან, გიგაური იქნება ეს, ლომჯარია თუ სხვა და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ სხვა საქმე აღარ აქვთ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბალტიისპირეთის ისეთი ქვეყნები გასცემენ საქართველოს მოქალაქეებზე სანქციებს, რომელთაც რუსეთთან ხუთჯერ მეტი სავაჭრო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე – საქართველოს. „დიფ სთეითის“ აქაურ წარმომადგენლებს ფული შეუწყდათ – პარლამენტში ისინი აღარ არიან, საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობა აღარ არსებობს, მათი პატრონებიც კი გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, რადგან ვაშინგტონიდან მხარდაჭერა აღარ აქვთ, ხოლო ბრიუსელიდან გაურკვევლობაა, ამიტომ, ახლა უკვე ესტონეთში გადაინაცვლეს.

რა თქმა უნდა, რომ ესტონეთს აქედან მიაწოდეს სანქციებისთვის სია, მაგრამ, მიზანი რა იყო, ეგონათ, რომ ლაშა ტალახაძე გაბრაზდებოდა და სახელმწიფოს ეტყოდა, ბალტიისპირელებმა დამასანქცირეს და მეორე ფრონტი დაიწყეთო? ამ დონეზე არიან უკვე გონებაარეულები. თან, იმ ქვეყნებისგან ვიღებთ სანქციებს, რომელთაც, რუსეთთან, თავიანთი ქვეყნების სარგებლისთვის, ხუთჯერ მეტი სავაჭრო ურთიერთობა აქვთ, ვიდრე – ჩვენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ტრამპის კომპანიების უკრაინაში შესვლა იქნება ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი. ზელენსკი ვერ აფასებს ამას. ამერიკისგან მეორეხარისხოვანი ასეთი დაცვა ჯობია, ევროკავშირისგან შეთავაზებულ ატომური იარაღით დაცვას
Next: თურქმენეთში პრემიერის ვიზიტი დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.