Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაწყობს – ვლადიმერ პუტინი

მარშალ პრესი 06/03/2025
putini

რუსეთს უკრაინაში მშვიდობის ისეთი ვარიანტი სჭირდება, რომელიც რუსეთის სტაბილურ განვითარებას და სიმშვიდეს უზრუნველყოფდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფონდის „მამულის დამცველების“ ქალ თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, „მათ სხვისი არაფერი სჭირდებათ“.

„ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაწყობს და რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნისთვის სიმშვიდის ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივას. ჩვენ სხვისი არაფერი გვჭირდება, თუმცა საკუთარს არ დავთმობთ. ჩვენ გვჭირდება ისეთი ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში“, – განაცხადა პუტინმა.

Post navigation

Previous: თურქმენეთში პრემიერის ვიზიტი დაიწყო
Next: მინდა გაცნობოთ ყველას, რომ ჩვენმა გუნდებმა – უკრაინამ და ამერიკამ განაახლეს მუშაობა – ზელენსკი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.