Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

მარშალ პრესი 05/03/2025
irakli kobakhidze

ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია „პივიტის“ შესახებ, ალოგიკურია ის, რომ ISFED-ი აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, ამ ორგანიზაციას ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები

ლოგიკურია ის, რომ საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მოითხოვა ინფორმაცია „პივიტის“ შესახებ, ალოგიკურია ის, რომ ISFED-ი აქამდე მალავდა პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, არავითარი ახსნა და განმარტება, ბუნებრივია, ამას არ ჰქონდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც, მთელი ამ დროის განმავლობაში, მოქმედებდა საქართველოს მიმართ არაკეთილმოსურნე ძალების დაკვეთით. პრემიერის განცხადებით, სწორედ, ამის შედეგი იყო, თავის დროზე, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და ახლა უკვე მათი არგამოქვეყნება.

„ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე – ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე.

იმავეს აკეთებდა ეს კომპანია 2020 წელს, მაშინ მათ იკადრეს ის, რომ გააყალბეს მთლიანად პარალელური დათვლის შედეგები. ახლა, მეორედ, იგივე ვეღარ გაბედეს, ვინაიდან აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა გაყალბების მაგივრად, გაუყალბებელი „პივიტი“ აღარ გამოაქვეყნეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. ყველაფერი დევს ხელის გულზე. ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ.

ამის შედეგი იყო, თავის დროზე, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და შემდეგ მათი არ გამოქვეყნება. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, მეტიც, მე მგონია, რომ არამხოლოდ 2024 წლის დათვლის შედეგებით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. პირველ რიგში, იქ მგონია, რომ შეიძლება ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვეს, შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ გვაქვს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით, ეს აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაქვს
Next: უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.