Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით, ეს აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაქვს

მარშალ პრესი 05/03/2025
irakli kobakhidze

ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ეს ყველაფერი აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ 9,5 პროცენტს გადააჭარბა.

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ა.შ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ გადააჭარბა 9,5 პროცენტს, იანვრის თვის ეკონომიკური ზრდა იყო 11,1 პროცენტი, ეს ყველაფერი არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება, რომლის გამოც ჩვენ გვაქვს მაღალი შეფასებები სხვადასხვა ობიექტურ რეიტინგში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: პრეზიდენტთან მირზიოევთან შევთანხმდით, რომ განისაზღვრება კონკრეტული გზამკვლევი, რომელსაც დაეფუძნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, დავისახეთ ამბიციური მიზანი, გავასამმაგოთ უახლოეს წლებში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა
Next: ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.