Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში

მარშალ პრესი 05/03/2025
abdula aripovi

უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში, – ამის შესახებ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთნდობის და პატივისცემის პრინციპებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქართული დელეგაციის წევრებო, ჩემთვის სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა უზბეკეთში. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ურთიერთობები უზბეკეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეფუძნება ურთიერთნდობის და პატივისცემის პრინციპებს.

თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინტენსიურად მიმდინარეობს. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები. კულტურული, ჰუმანიტარული და რეგიონთაშორისი კავშირები მტკიცდება.

უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში.

დღეს ჩვენი მთავრობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ შეთანხმებების დროული განხორციელება, რომლებიც ეხება ახალ შეთავაზებებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

ბატონო ირაკლი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას.

დღეს ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ მოსაზრებები ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე“, – განაცხადა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს
Next: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.