Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება

მარშალ პრესი 04/03/2025
irakli kobakhidze

უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ყველაფრის ფონზე, კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევა არის არასერიოზულობა და საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს.

„ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გაკეთდეს არ ვიცი. არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება. თუმცა, აქ არასერიოზულობაც არ არის მთავარი პრობლემა, მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოდან 2 საბაბით, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და ეს იყო სანქციებთან არ მიერთება. ამ ყველაფრის ფონზე, ეს არასერიოზულობა საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ“ კანონის მიღება, მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება დარდობს ამ კანონზე, რომლებსაც აქვთ დაკვეთა – დათესონ სიძულვილი და სიცრუე
Next: ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა კანონმდებლობაში იმისთვის გვჭირდება, რომ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.