Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ“ კანონის მიღება, მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება დარდობს ამ კანონზე, რომლებსაც აქვთ დაკვეთა – დათესონ სიძულვილი და სიცრუე

მარშალ პრესი 04/03/2025
irakli kobakhidze

საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და რაც მთავარია, სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება მედიასაშუალებებისგან, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ“ კანონის მიღება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კონკრეტული მედიასაშუალებები პოლარიზაციის მთავარ წყაროდ არიან ქცეულნი, რაც, მათ შორის, აღიარებულია ეუთო/ოდირის დასკვნებით და ეს არ შედის საზოგადოების ინტერესებში.

„სიძულვილისგან და სიცრუისგან უნდა იყოს დაცლილი ქართული მედია. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ეგზისტენციური ამოცანა. თავიდან ბოლომდე ხელოვნურად თავსმოხვეულია ის სიძულვილი და სიცრუე, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ამ მეთოდებს იყენებენ კონკრეტული ძალები ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ასეთი რამ დასრულდეს, ან მინიმუმ შეიზღუდოს, საჭიროა შესაბამისი კანონების მიღება.

გადავხედოთ, ვინ დარდობს ამ კანონზე – ესენი არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიძულვილსა და სიცრუეს, გარე-დაკვეთების საფუძველზე. სხვას რატომ არ აღელვებს ეს ცვლილებები.

არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანაში სიცრუის და სიძულვილის დათესვას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმს და მარტო ისინი დარდობენ, აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად ჩანს. რატომ არ აწუხებს სხვა ტელევიზიებს ის, რომ მათ არ შეეძლებათ სიძულვილის და სიცრუის ტირაჟირება, ალბათ იმიტომ, რომ ეს არ შედის მათ ინტერესებში. მაგრამ არიან კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი დაკვეთა – დათესონ სიძულვილი და სიცრუე, მაქსიმალურად, ჩვენს ქვეყანში და მხოლოდ ისინი და მათი პოლიტიკური პარტიები დარდობენ. რაც შეეხება აღსრულებას, ყველაფერი იქნება ძალიან მარტივად. ყველას შეეძლება დააკვირდეს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო მიიღებს. იმდენად მკაფიო კრიტერიუმებია განსაზღვრული დღეს მოქმედი კანონითაც, რომ აქ დიდი სივრცე ინტერპრეტაციისთვის არც არის დატოვებული, ეს ნორმები მანამდეც მოქმედებდა, უბრალოდ იყო არაეფექტური, ვინაიდან თვითრეგულირების სივრცეში ხვდებოდა შესაბამისი ნორმების აღსრულება. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ხდებოდა მათი აღსრულება.

თვითრეგულირებიდან ეს ყველაფერი გადავა რეგულირებაში, ანუ კონკრეტული სახელმწიფო ორგანო იქნება პასუხისმგებელი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე, დანარჩენს საზოგადოება დააკვირდება და საზოგადოება იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენად ობიექტურად მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია
Next: არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.