Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა კანონმდებლობაში იმისთვის გვჭირდება, რომ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი

მარშალ პრესი 04/03/2025
irakli kobakhidze

ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს კანონი იმისთვის არის საჭირო, რომ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ მომავალში სამშობლოს ღალატის ჩადენის.

„ომის დაწყებამდე, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი ომს დაიწყებდა, ერთი თვით ადრე დააინიცირეს შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში და ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას.

ანუ, კონკრეტულ ძალებს ჰქონდათ დაგეგმილი ღალატი, ეს ღალატი ჩაიდინეს და ამისათვის ამოიღეს ღალატის შესახებ მუხლი, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსიდან, არამედ, საქართველოს კონსტიტუციიდანაც კი. ანუ, ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღალატის ქრონიკა და საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებიც იყო ამისი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია.

სრულ პრევენციას ვერც ერთი კანონი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური გათვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება
Next: უზბეკეთის ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის სპიკერი ირაკლი კობახიძეს – საქართველო უკვე გახდა დემოკრატიული განვითარების და რეფორმების მოდელი, არჩევნები ამ სულისკვეთებით ჩატარდა, თქვენ წარმატებით გაუმკლავდით წნეხს და სერიოზულ დაძაბულობას ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.