Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია

მარშალ პრესი 04/03/2025
irakli kobakhidze

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რომ მიერთებოდა სანქციებს, ან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები გაეგზავნა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე უკრაინაშია.

„რეალურად, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული 3 წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ რომ მაშინ მიგვეღო გადაწყვეტილება სანქციებთან მიერთების, ან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის თაობაზე, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი იქნებოდა სრულიად სხვაგვარად, ბევრად უფრო მძიმედ, ვიდრე თუნდაც უკრაინაში არსებული მდგომარეობაა. დღეს ყველაფერს ეფინება ნათელი. რაც რთული აღსაქმელი იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 2-3 წლის წინ, დღეს ბევრად უფრო იოლი აღსაქმელია,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: უკრაინა დემოკრატიის ხარისხით საქართველოზე წინ ჩაწერეს – ამ ეტაპზე ევროკავშირის ბოსებიდან მომდინარე ნებისმიერი განცხადება პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და დეზინფორმაციის ინსტრუმენტია სსრკ კომპარტიის საუკეთესო ტრადიციებში
Next: ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ“ კანონის მიღება, მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება დარდობს ამ კანონზე, რომლებსაც აქვთ დაკვეთა – დათესონ სიძულვილი და სიცრუე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.