Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეიძლება, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე

მარშალ პრესი 04/03/2025
mamuka mdinaradze

სანამ სიმართლე ბოლომდე ხელის გულზე გამოვიდოდა, მაშინ არ იყო საქართველოსთვის სანქციები საშიში იმიტომ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა და ამ ყველაფრის მიუხედავად, დამოუკიდებელს ხარისხს აუმჯობესებდა. დღეს, მითუმეტეს ეს არანაირი პრობლემა არ არის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ სიმართლე მთელმა მსოფლიომ დაინახა და თუ ვინმეს ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრი უნდა, უნდა შეხედოს დღეს სიმართლე საით არის და სანქციები რას ემსახურება.

„ბალტიის ქვეყნების სანქციები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ პირადად მე ვთქვი და ჩვენ სულ ვაცხადებთ, რომ ევრო ბიუროკრატებისგან, სადაც „დიფ სთეითის“ გავლენები არის ჩარჩენილი მძლავრად, სამწუხაროდ, იქნება ზეწოლა. უფრო მეტიც, შეიძლება, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს აღარ ნიშნავს იქიდან გამომდინარე, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე. ევროპელებმაც, ამერიკელებმაც, ქართველებმა მითუმეტეს, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი, თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრი უნდა, უნდა შეხედოს დღეს ეს სიმართლე საით არის და ეს სანქციები რას ემსახურება. ასეთი სანქციები იქამდე, სანამ ეს სიმართლე ასე ბოლომდე ხელის გულზე გამოვიდოდა, მაშინ არ იყო საქართველოსთვის საშიში იმიტომ, რომ საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა. დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად. დღეს მითუმეტეს აქ არანაირი პრობლემა არ არის“,- აღნიშნა მდინარაძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია
Next: გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.