Skip to content
05/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 04/03/2025
1741068582550

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საგანგებო სიტუაციების სამსახურების, ,,ენერგო პრო-ჯორჯიასა” და ,,სოკარ ჯორჯია – გაზის” ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს.

სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი
შეეხო, გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში, ცენტრალური და შიდასასოფლო გზების ძირითადი ნაწილი თოვლის საფარისგან სრულად გასუფთავებულია და პროცესები აქტიურად გრძელდება.

ამასთან, საუბარი შეეხო სოფლებში გახსნილ მიკროშტაბებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მარაგდება. დღეის მონაცემებით სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000 – ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა.

განიხილეს ელექტრო ენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი. ამ ეტაპისთვის რეგიონს თითქმის სრულად მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, ხოლო წერტილოვან დაზიანებებზე ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები.

Post navigation

Previous: შეიძლება, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე
Next: სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს, საჯაროდაც კარგად ჩანს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.