Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

მარშალ პრესი 04/03/2025
davit chikhelidze

კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? არ აქვს მნიშვნელობა კალაძე როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად ეპოქა შექმნა და იმ მილანის უცვლელი წევრი იყო, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მოიგო არაერთი თასი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე უკრაინის მიერ თბილისის მერისთვის, კახა კალაძისთვის სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდების ჩამორთმევას.

მისივე თქმით, უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. მანვე აღნიშნა, რომ კალაძეს სპორტის ოსტატის წოდება, კორუმპირებულმა, ვიწრო ჯგუფმა ჩამოართვა და არა ზოგადად უკრაინამ.

“უკრაინა პარადოქსების ქვეყნად იქცა. უკრაინამ კალაძეს სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება ჩამოართვაო, უმჯობესია ვთქვათ, რომ კალაძეს სპორტის ოსტატის წოდება, კორუმპირებულმა, ვიწრო ჯგუფმა ჩამოართვა და არა ზოგადად უკრაინამ. კალაძეს რომ სპორტის ოსტატის წოდებას ართმევ, მასზე უკეთესს ვის ანიჭებ? არ აქვს მნიშვნელობა კალაძე როგორც პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, ფაქტი ჯიუტია, რომ კალაძე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელმაც მილანთან ერთად ეპოქა შექმნა და იმ მილანის უცვლელი წევრი იყო, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მოიგო არაერთი თასი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა. არ მინდა ომში მყოფ ქვეყანას დავცინო, მაგრამ დასაცინები ხართ აბა რა, სულ დაკარგეთ ადეკვატურობის განცდა, ქარის წისქვილების დევნის ნაცვლად, ქვეყანას მიხედეთ მეგობრებო, რომელიც თვალ და ხელშუა დაგენგრათ”, – წერს დავით ჩიხელიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას “უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება” ჩამოართვა – კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია
Next: შეიძლება, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.