Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოქალაქეს შეუძლია, თვითრეგულირების ორგანოში გაასაჩივროს მედიის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედება, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც

მარშალ პრესი 03/03/2025
mamuka mdinaradze

არცერთი ფრაზა არ იქნება დამატებული არსებულ ნორმებზე, საუბარია იმ ნორმებზე, რომელიც დაკანონებული იქნა საქართველოში, როცა სუბიექტს მოუნდება, რომ მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური თავდასხმა, ფეიკკამპანია თუ ცრუ ინფორმაცია გაასაჩივროს, მას ექნება ამის საშუალება არა მხოლოდ თვითრეგულირების ორგანოში, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიაშიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ერთადერთი, რაც იცვლება არის ის, რომ თვითრეგულირების ორგანოს გარდა, მოქალაქეს შეუძლია, მედიის ესა თუ ის ქმედება გაასაჩივროს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც.

თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ რომელიმე ტელემედიამ თქვენს მიმართ გაავრცელა ფეიკი, გექნებათ საშუალება არჩევანის. მაგალითად, თუ „ტვ პირველი“ გაავრცელებს ფეიკს ვინმეს წინააღმდეგ, თუ ის ენდობა მაინც „ტვ პირველს“, შეუძლია იქ გაასაჩივროს და შედეგებიც გვახსოვს ამაზე. თუ ეს ადამიანი ენდობა სახელმწიფოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ახლა კანონი მოგცემთ საშუალებას, გაასაჩივროთ ამ ორგანოში. სხვა ცვლილება არ იქნება. როცა ვსაუბრობთ, რომ თვითრეგულირებიდან გადმოდის სახელმწიფო რეგულირების სფეროში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითრეგულირებას ვაქრობთ. ის რჩება და მოქალაქეს შეუძლია, იქ გაასაჩივროს მის მიმართ განხორციელებული ქმედება, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: თითოეული ადამიანი უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც გარე აქტორი უკარნახებს
Next: ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი – დავით შარაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.