Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი – დავით შარაშიძე

მარშალ პრესი 03/03/2025
davit sharashidze

“რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხოვა მედიკამენტი სახელწოდებით პარკინი, მერიამ კი გადაამისამართა ჟორჟოლიანის ფონდში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი”- ამის შესახებ წერს ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე.

როგორც შარაშიძე განმარტავს, ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება მედიკამენტებს, აღნიშნავს, რომ მერია ყველა ასეთ მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს.

“რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხოვა მედიკამენტი სახელწოდებით პარკინი, მერიამ კი გადაამისამართა ჟორჟოლიანის ფონდში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი – ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა.

მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს. ის ფაქტი, რომ ჟორჟოლიანი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს მსგავს სიცრუეს, გასაკვირი არ არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით მის Facebook პოსტს, ვნახავთ, რომ არც სოფლის სახელია მითითებული, არც ადამიანის სახელი და გვარი, რაც მარტივად ადასტურებს მის მიერ გავრცელებული ამბის სიყალბეს.”– წერს შარაშიძე.

 

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მოქალაქეს შეუძლია, თვითრეგულირების ორგანოში გაასაჩივროს მედიის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედება, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც
Next: იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.