Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თითოეული ადამიანი უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც გარე აქტორი უკარნახებს

მარშალ პრესი 03/03/2025
sozar subari1

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სახელმწიფო სტრუქტურებში უცხო ძალების ჩარევის წინააღმდეგ ღონისძიებების ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხები. „მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის ჩარევა არ ხდებოდეს ჩვენს უწყებებში.

როდესაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, ან საელჩო იღებს გადაწყვეტილებას, რომელი მოსამართლე მიიწვიოს გარკვეულ ღონისძიებაზე, ან წაიყვანოს კარგად დაფინანსებული ვიზიტით უცხოეთში, მისცეს ლექციების ჩატარების შესაძლებლობა, დაუნიშნოს ხელფასი, გადაუხადოს მაღალი ჰონორარი და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ დამფინანსებელს აქვს ბერკეტი, გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებებზე. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი. ბუნებრივია, შემოთავაზებული ცვლილებები ბოლომდე ვერ აღმოფხვრის ასეთ საფრთხეებს, მაგრამ თავისთავად მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც მას გარე აქტორი უკარნახებს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას – არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
Next: მოქალაქეს შეუძლია, თვითრეგულირების ორგანოში გაასაჩივროს მედიის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედება, მაგრამ ემატება სახელმწიფო რეგულირებაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.