Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურიაში იმყოფება

მარშალ პრესი 02/03/2025
481904015_1361982678161289_7802959842755809469_n

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე გურიაში იმყოფება.

ნიკა ტყემალაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებს ჩოხატაურში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პირადად გაეცნო.

რეგიონში შექმნილ რთულ მეტეოროლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ნიკა ტყემალაძემ შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერებთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მუნიციპალიტეტების მერებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა ქალაქებში და სოფლებში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი სიტუაცია, თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს შესაბამისი უწყებები იმისთვის,რომ პრობლემები დროულად იქნას აღმოფხვრილი.

,,მიმდინარეობს აქტიური წმენდითი სამუშაოები პირველივე დღიდან.
ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე, სხვადასხვა სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ვცდილობთ უმოკლეს დროში გადაჭრილი იქნეს ყველა პრობლემა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეების საჭიროებებზე ხდება რეაგირება”,- განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა ტყემალაძემ.

თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. რამდენი დღიანი ინტენსიური თოვის შედეგად გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მკვეთრად იმატა თოვლის საფარმა.

ნალექის დაწყების დღიდან მზადყოფნაშია მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გაწმენდილი მონაკვეთები ხელახლა საჭიროებს გაწმენდას. დიდთოვლობის გამო რეგიონის მასშტაბით შეჩერდა სასწავლო – სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში.

დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილსადენები. “ენერგო-პრო ჯორჯიას” და “სოკარ -გაზ ჯორჯიას” წარმომადგენლები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაზე. ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება 4800 აბონენტს და გაზმომარაგების გარეშე დარჩენილია 320-მდე აბონენტი.

Post navigation

Previous: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ომის დასრულება სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს
Next: უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ყველა რესურსი იქნება გამოყენებული, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.