Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტიქიის დროს, ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას

მარშალ პრესი 26/02/2025
irakli kobakhidze

სტიქიის დროს, ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის გუშინდელი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება და მათ შორისაა მედიასთან დაკავშირებული საკითხების.

„ზოგადად, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. არის რაღაც მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები არის მიუღებელი და სტიქია არის ერთ-ერთი ასეთი. სტიქიის დროს, ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება, მათ შორის, მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება. სპეკულაციები განსაკუთრებულად მიუღებელია ასეთ პერიოდში,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთაველი სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ
Next: არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, „ფარას“ ზუსტი ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.