Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, „ფარას“ ზუსტი ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს

მარშალ პრესი 26/02/2025
irakli kobakhidze

არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, ბუნებრივია, „ფარას“ ზუსტი ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში არავითარი ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID, NED და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანასა და მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად, NGO-ების გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID, NED და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად. ასეთ პირობებში, მითუმეტეს, ალტერნატივა არ აქვს NGO-ების გამჭვირვალობას, არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სტიქიის დროს, ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას
Next: თავის დროზე ოპოზიცია აქტიურ კამპანიას აწარმოებდა სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ უკან დახევა, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას ჰქონდა განსხვავებული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.