Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთაველი სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

მარშალ პრესი 26/02/2025
nino latsabidze

რუსთავის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქის მიმართულებით კიდევ ერთი მეოთხე მარშრუტი – რუსთავი-თბილისი-მაღლივი კორპუსი აამოქმედა. ახალი სატრანსპორტო ხაზის პრეზენტაცია, დღეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის დელეგატთან რუსთავიდან და გარდაბნის ისტორიული სოფლებიდან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად წარადგინა.

,,პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენ ვასრულებთ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ძირითად ეტაპს. სტუდენტების მოთხოვნა შესრულებულია და დღეიდან, რუსთავიდან თბილისში უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ მუნიციპალური ავტობუსები.

დღევანდელ პრეზენტაციაზე წარვადგინეთ სწორედ ის მიმართულება, რომლითაც ძირითადად სტუდენტები ისარგებლებენ. ამ მარშრუტის 50% ბასლაინზე იქნება, რაც გაცილებით კომფორტულს და მარტივს გახდის სტუდენტთა გადაადგილებას”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა, რომელიც 5 სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება.

,,მოგეხსენებათ, რომ რუსთავში მუნიციპალური სერვისების რეფორმა მიმდინარეობს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სწორედ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა გამოდგა. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად 20 ათასამდე მგზავრი გადაადგილდება. დღეს ახალი მარშრუტი დაემატა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებით სტუდენტებისთვისაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

რუსთავსა და თბილისს შორის ტრანსპორტის სფეროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდა და რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებს ბასლაინზე გადაადგილების შესაძლებლობა მიეცა”, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, ავტობუსები რუსთავიდან უკვე მოძრაობენ თბილისის სპორტის სასახლის, დიდუბის ავტოსადგურის, ისნის მიმართულებით და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის გეზი, უკვე მეოთხე მარშრუტია რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

უახლოეს პერიოდში დაინიშნება კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურამდე მოემსახურება რუსთაველებს. ჯამში, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ხუთი სხვადასხვა გეზით იმოძრავებს. მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით – ,,რუსთავი ქარდით“, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ბარათებითაა შესაძლებელი. გათვალისწინებულია საშეღავათო პაკეტი სტუდენტებისთვის, მგზავრობა უფასოა შშმ პირებისთვის.

Post navigation

Previous: პრემიერი ირაკლი კობახიძე დიდთოვლობის გამო, საგანგებოდ შექმნილ სამთავრობო შტაბში იმყოფება, სადაც რეგიონებში არსებულ ინფორმაციებს ეცნობა
Next: სტიქიის დროს, ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.