Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სიმბოლური გარბენი მოაწყვეს

მარშალ პრესი 25/02/2025
70

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკერები გაიხსენეს. ახალგაზრდებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად, 1921-მეტრიანი გარბენი მოაწყვეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებმა შემორჩენილი სანგრებიც დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს. 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერების ჩართულობით ღონისძიება საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

Post navigation

Previous: სტრასბურგში როდესაც მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი, ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას
Next: პრემიერ-მინისტრმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.