Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტრასბურგში როდესაც მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი, ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას

მარშალ პრესი 25/02/2025
irakli kobakhidze

ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს.

„ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ როდესაც სტრასბურგში მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები ასეთ საქმეებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში
Next: საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სიმბოლური გარბენი მოაწყვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.