Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

მარშალ პრესი 25/02/2025
77

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ გმირობაზე ისაუბრა.

„დღეს არის ერთი მხრივ ტრაგიკული დღე – ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დღე. მეორე მხრივ, ეს დღე გვახსენებს ქართველების გმირობას, თავგანწირულ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ეს დღე უნდა გვახსენებდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოდეთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მაგალითი უნდა ავიღოთ ჩვენი გმირებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სიმბოლური გარბენი მოაწყვეს
Next: თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაეშვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.