Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში

მარშალ პრესი 25/02/2025
irakli kobakhidze

ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის სხვადასხვა რეზოლუციებს, საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა მხარი საქართველომ აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც მომზადებულია „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

„ჩვენ შევუერთდით აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მომართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა
Next: სტრასბურგში როდესაც მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი, ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.