Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ

მარშალ პრესი 24/02/2025
DAVID KARTVELISHVILI

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარსადგენად დაგეგმილ რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით „მშვიდობის გზა“, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველო ამ რეზოლუციის ერთადერთი თანასპონსპორია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 22 თებერვალს განაცხადა, რომ 24 თებერვალს ვაშინგტონი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით „მშვიდობის გზა“, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტში არ არის პირდაპირი ბრალდებები რუსეთის მიმართ და არც მოთხოვნა რუსული ძალების ცალმხრივ გაყვანაზე. რეზოლუცია სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება: მწუხარების გამოხატვა „რუსულ-უკრაინული კონფლიქტის“ მსხვერპლთა მიმართ, მოწოდება საბრძოლო მოქმედებების სწრაფად შეწყვეტისკენ და მხარდაჭერა „მტკიცე მშვიდობის“ დამყარებისთვის მხარეებს შორის. საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: „ტრამპს აქვს დემენცია და ყველაფერი თუ არა ბევრი რამ, რასაც აკეთებს, რასაც სჩადის, გაგიკვირდებათ და ამის ბრალია“-
Next: როგორ შეიძლება დიქტატურის პირობებში თავისუფლად ოპერირებდეს მინიმუმ 20 ოპოზიციური ტელეარხი თუ ონლაინ მედია!?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.