Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორ შეიძლება დიქტატურის პირობებში თავისუფლად ოპერირებდეს მინიმუმ 20 ოპოზიციური ტელეარხი თუ ონლაინ მედია!?

მარშალ პრესი 24/02/2025
zaal anjaparidze

ბოლო დროს ოპოზიციის და მასთან აფილირებული სუბიექტების (არ მოტყუვდეთ, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, ყველა ერთია) სიტყვის მასალად იქცა „დიქტატურა,“ „ავტოკრატია.“ რამდენიმე დღის წინ ვამხილე ამ ნარატივის სრული აბსურდულობა – როგორ შეიძლება დიქტატურის პირობებში თავისუფლად ოპერირებდეს მინიმუმ 20 ოპოზიციური ტელეარხი თუ ონლაინ მედია!? დიქტატურა ქვეყანაში არ აჭაჭანებს არც ოპოზიციურ პარტიებს და არც ოპოზიციურ აზრს,- წერს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რომელი დიქტატურა დაუშვებს, რომ ქვეყანაში თავისუფლად იმუშაონ ფონდებმა, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ანტი-სახელისუფლებო აქციებს, რომელთა შორისაც ნიკა გილაურის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტის“ რამდენიმე ფონდია.

„ბოლო დროს ოპოზიციის და მასთან აფილირებული სუბიექტების (არ მოტყუვდეთ, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, ყველა ერთია) სიტყვის მასალად იქცა „დიქტატურა,“ „ავტოკრატია.“ რამდენიმე დღის წინ ვამხილე ამ ნარატივის სრული აბსურდულობა – როგორ შეიძლება დიქტატურის პირობებში თავისუფლად ოპერირებდეს მინიმუმ 20 ოპოზიციური ტელეარხი თუ ონლაინ მედია!? დიქტატურა ქვეყანაში არ აჭაჭანებს არც ოპოზიციურ პარტიებს და არც ოპოზიციურ აზრს.
რომელი დიქტატურა დაუშვებს, რომ ქვეყანაში თავისუფლად იმუშაონ ფონდებმა, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ანტი-სახელისუფლებო აქციებს. ექს-პრემიერ გილაურის შექმნილი Prosperity Georgia, ნანუკა ჟორჟოლიანის „ნანუკას ფონდი,“ ფონდი „ერთმანეთისთვის,“ ფონდი „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი,“ გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ შექმნილი ფონდი და ახლახან შექმნილი ფონდი freedonation.ge.

სხვათაშორის, დიქტატურის პირობებში, რუსთაველზე პროტესტი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მაგალითები თუ როგორ იქცევიან დიქტატურები მსგავს შემთხვევებში, არაერთი გვაქვს,“- წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ
Next: დიდთოვლობის გამო გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკის საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.