Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ტრამპს აქვს დემენცია და ყველაფერი თუ არა ბევრი რამ, რასაც აკეთებს, რასაც სჩადის, გაგიკვირდებათ და ამის ბრალია“-

მარშალ პრესი 24/02/2025
4004

„ტრამპს აქვს დემენცია და ყველაფერი თუ არა ბევრი რამ, რასაც აკეთებს, რასაც სჩადის, გაგიკვირდებათ და ამის ბრალია“- ამის შესახებ „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ირაკლი ტაბლიაშვილმა თავისივე ანალიტიკურ გადაცემაში „კონტექსტი“ განაცხადა. ტაბლიაშვილი გენერალ ალნურ მუსაევის მოსაზრებასაც ავრცელებს, რომ „1987 წელს, როცა ის კგბ-ს მოქმედი ოფიცერი იყო, კგბ-ს მე-6 განყოფილებამ „დაავერბოვკა“ დონალდ ტრამპი და მას მისცა ფსევდონიმი „კრასნოვი“.

„შემეძლო მესაუბრა ვერსიაზე, რომლის თანახმადაც 47-ე პრეზიდენტი ჯერ კიდევ 1987 წელს „დაავერბოვკა“ კგბ-მ.

გორბაჩოვთან ერთად სწორედ 1987 წელს გადაღებული ფოტო, მაღალი ალბათობით მოსკოვში, უკან სახელმწიფო მდივანი შოლცი.

მე არ ვიგონებ. ჩემი არ არის ეს ვერსია. გეტყვით, რომ ასეთი ცნობებიც გაჩნდა ქსელში და ამ ვერსიის ავტორია გენერალი ალნურ მუსაევი.

ეს კაცი იყო კგბ-ს მე-6 განყოფილების ოფიცერი და ყაზახეთის ექსპრეზიდენტის ნაზარბაევის თანაშემწე და სწორედ ეს კაცი, მუსაევი, ამბობს, რომ 1987 წელს, როცა ის კგბ-ს მოქმედი ოფიცერი იყო, კგბ-ს მე-6 განყოფილებამ „დაავერბოვკა“ იმხანად 40 წლის ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი და მას მისცა ფსევდონიმი „კრასნოვი“. აქვე, გულახდილად გეტყვით, მე არ მჯერა ამ ვერსიის“.-განაცხადა ტაბლიაშვილმა.

Post navigation

Previous: ის ადამიანები, ვინც რამდენიმე თვის წინ აღფრთოვანებული იყვნენ ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდებით, დღეს ამბობენ, რომ ამერიკაში მოვიდა რუსეთუმე და „ქოცური“ რეჟიმი
Next: საქართველო ერთადერთი თანასპონსორია ამ რეზოლუციის, რაც ხაზს უსვამს მის მისწრაფებას აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.