Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ის ადამიანები, ვინც რამდენიმე თვის წინ აღფრთოვანებული იყვნენ ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდებით, დღეს ამბობენ, რომ ამერიკაში მოვიდა რუსეთუმე და „ქოცური“ რეჟიმი

მარშალ პრესი 24/02/2025
bacho odisharia

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია გადაცემაში „იმედი LIVE“, ამერიკის საელჩოს მიერ რამედნიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ე.წ. ქარდებს იხსენებს და ამბობს, რომ ის ხალხი, ვინც ამ ქარდებს მხარდაჭერად აღიქვამდა აშშ-ის მხრიდან, ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთუმეს უწოდებს.

„ჩვენ გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ საქართველოში ამერიკის საელჩოს facebook გვერდი იყო მთავარი „ტრენდსეტერი“ ამ ლიბერალური „ბაბლებისთვის“. როდესაც იმ აბსურდული ქარდებით მიმოწერასა და კომუნიკაციაზე გადავიდნენ ხელისუფლებასთან, „ეს უკვე ზედმეტია“ და ასე შემდეგ, ამაზე როგორი აღფრთოვანება იყო, რომ „ჩვენ მხარეს არიან, მხარს გვიჭერს, ბაიდენი გვერდში გვიდგას“ და იყო დამუნათება, „აბა ამის მერე რას იტყვით“. ახლა იგივე ადამიანები ამბობენ, რომ ამერიკაში მოვიდა რუსეთუმე და „ქოცური“ რეჟიმი. ტრამპი ახლა მთელ ევროპაში ეძებს დასაყრდენს და პარტნიორებს. ჰყავს მთავარი პარტნიორი ორბანის სახით, ორბანი აგრეთვე არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და დასაყრდენი ამ მომენტის ევროპაში, რაც აძლიერებს ჩვენ პოზიციას“, – აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.

Post navigation

Previous: გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმარჯვებენ, შოლცის პარტიას კი უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგი აქვს
Next: „ტრამპს აქვს დემენცია და ყველაფერი თუ არა ბევრი რამ, რასაც აკეთებს, რასაც სჩადის, გაგიკვირდებათ და ამის ბრალია“-

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.