Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმარჯვებენ, შოლცის პარტიას კი უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგი აქვს

მარშალ პრესი 23/02/2025
Capture

გერმანიაში საარჩევნო უბნები დაიხურა. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმარჯვებენ.

გერმანიის ფედერალური არჩევნების შედეგები ეგზიტპოლების მიხედვით ასეთია:

„ქრისტიან-დემოკრატები“ – 29%;

„ალტერნატივა გერმანიისთვის“- 19,5%;

„სოციალ – დემოკრატები“ – 16%;

„მწვანეები“ -13,5%. მას მოჰყვებიან „მემარცხენეები“ და დარჩენილი ორი პარტია.

არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, 69 წლის ფრიდრიხ მერცი დააკომპლექტებს მთავრობას. ეს პროცესი შესაძლებელია რამდენიმე კვირა, ან თვეები გაგრძელდეს.

დაიწყება კონსულტაციები გერმანიის მომავალი მთავრობის ფორმირებასა და კოალიციის ჩამოყალიბებაზე. სავარაუდოდ იმ ორ პარტიასთან, რომელიც მას მოსდევს საუკეთესო შედეგით.

მერცი აღნიშნავს, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კოალიციას არ შეკრავს.

აღსანიშნავია, რომ შოლცის პარტიას ბოლო ათწლეულების განმავლობაში განმავლობაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს ამ არჩევნებში.

გერმანიაში სულ 59 მილიონი ამომრჩეველია. შუადღის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე აქტივობა 52%-ზე მეტი იყო.

Post navigation

Previous: ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს
Next: ის ადამიანები, ვინც რამდენიმე თვის წინ აღფრთოვანებული იყვნენ ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდებით, დღეს ამბობენ, რომ ამერიკაში მოვიდა რუსეთუმე და „ქოცური“ რეჟიმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.