Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს

მარშალ პრესი 23/02/2025
zelenski

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის თანამდებობიდან გადადგეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით აშშ-ისა და რუსეთის მხრიდან ზეწოლის შესახებ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„თუ ეს მშვიდობას ნიშნავს უკრაინისთვის, თუ ეს ძალიან საჭიროა თქვენთვის, რომ დავტოვო ჩემი პოსტი, მე მზად ვარ”, – უპასუხა მან ჟურნალისტს კითხვაზე, „მზად არის თუ არა იგი დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს უკრაინაში მშვიდობას მოიტანს?“

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამატა, რომ ეს ნატოში უკრაინის შესვლის სანაცვლოდ არის შესაძლებელი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული და არ აპირებს ხელისუფლებაში ათწლეულების განმავლობაში ყოფნას. მისი თქმით, სწორედ უკრაინის ხანგრძლივი უსაფრთხოებაა მისი ოცნება.

Post navigation

Previous: გაეროში აშშ-მა რუსეთ-უკრაინის ომზე ალტერნატიული რეზოლუცია დააინიციირა, რომელსაც ამ ეტაპზე ერთადერთი მხარდამჭერი და სპონსორი ჰყავს და ეს ქვეყანა საქართველოა!
Next: გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ იმარჯვებენ, შოლცის პარტიას კი უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგი აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.