Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეუფე შიო: სულთმოფენობიდან იწყება წმინდა ეკლესიის არსებობა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ ამ დღეს

მარშალ პრესი 12/06/2022
მეუფე შიო

სულთმოფენობით სრულად გაცხადდა მსოფლიოს წინაშე ყოვლადწმინდა სამება, სამი ჰიპოსტასი ღვთისა და ადამიანებმა ისწავლეს თაყვანისცემა მამისა და ძის და სულისა წმინდისა, – ამის შესახებ აპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„თავად უფალი იესო ქრისტე ხშირად საუბრობდა და აღუთქვამდა მორწმუნეებს სულიწმიდის მოვლინებას. იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: – „უმჯობესია თქვენთვის, მე წავიდე, რადგან თუ არ წავალ, ნუგეშინისმცემელი არ მოვა თქვენთან. ხოლო თუ წავალ, მე მოგივლენთ მას“. სულთმოფენობიდან იწყება წმინდა ეკლესიის არსებობა. ეკლესიისა, რომელზეც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ჯოჯოხეთის ბჭენიც კი ვერ მოერევიან მას. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ სულთმოფენობის დღეს“, – განაცხადა მეუფემ.

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს.

Post navigation

Previous: ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
Next: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.