Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

მარშალ პრესი 12/06/2022
პატიმრობა

ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დანაშაული 5 დამ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების ცნობით, ბაქარ მჟავანაძე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა. მოლარეს თანხა მოსთხოვა და მძევლების აყვანაც სცადა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი გაიქცა. ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

დაკავებულმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალი აბსურდულია, თუმცა დამატებით განმარტება არ გაუკეთებია.

ის, სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოსთან ერთად, ელექტრონულს მონიტორინგაც სთავაზობდა.

შემდეგი პროცესი 2 აგვისტოს ჩაინიშნა

Post navigation

Previous: არესტოვიჩის ვიდეოს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა – უკრაინელი მაღალჩინოსანი კომპლექს Queen Country Club-ში ისვენებს
Next: მეუფე შიო: სულთმოფენობიდან იწყება წმინდა ეკლესიის არსებობა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ ამ დღეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.