Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 12/06/2022
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობი შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

„2022 წლის 11 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის სხვა პირებთათვის შესაძლო ხელმისაწვდომობის თაობაზე.ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამსახურს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოუდგინა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისმა დარღვევამ, უფლებაში გაუმართლებელმა ჩარევამ ან მონაცემების უსაფრთხოების უგულებელყოფამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტებს. მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ვინაიდან სიუჟეტი შეიცავს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს, დაუყონებლივ დაიწყო აღნიშნულის, მათ შორის, მონაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესწავლა. ასევე, თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება შესაძლო დანაშაულის ნიშნები, სამსახური დაუყოვნებლივ მოახდენს საზოგადოებისა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: მეუფე შიო: სულთმოფენობიდან იწყება წმინდა ეკლესიის არსებობა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ ამ დღეს
Next: სპეციალური საგამოძიებო სამსახური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.