Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

მარშალ პრესი 11/06/2022
გარემოს დაცვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

„ვფიქრობთ, მიმდინარე წელი გამორჩეული იქნება, როგორც მოსავლის აღების ორგანიზების თვალსაზრისით, რისთვისაც შექმნილია შტაბი, ასევე გამორჩეული იქნება კარგი მოსავლიანობით. გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, ავიღეთ დაახლოებით, 140 ათასი ტონა ხორბალი. ვფიქრობთ, წლევანდელი მაჩვენებლები 160-170 ათასი ტონის ფარგლებში იქნება. იმედია, სეზონი გვექნება ნალექების გარეშე და გვექნება შესაძლებლობა, შემჭიდროებულ ვადებში სრულად ავიღოთ მიღებული მოსავალი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მარცვლეული კულტურების მოსავლის ორგანიზებულად ასაღებად, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 80-მდე კომბაინთან ერთად, მოსავლის აღების პროცესში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც ჩაერთვება. მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

Continue Reading

Previous: დავით ქართველიშვილი არახამიას განცხადებაზე: გამოვიწვიოთ კიევიდან ჩვენი ელჩი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ობიექტურად ვეღარ უმკლავდება უკრაინაში მიმდინარე, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ორკესტრირებული დისკრედიტაციისა და სულში ჩაფურთხების კამპანიას
Next: მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025