Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი არახამიას განცხადებაზე: გამოვიწვიოთ კიევიდან ჩვენი ელჩი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ობიექტურად ვეღარ უმკლავდება უკრაინაში მიმდინარე, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ორკესტრირებული დისკრედიტაციისა და სულში ჩაფურთხების კამპანიას

მარშალ პრესი 11/06/2022
დავით ქართველიშვილი

დავიწყოთ მსჯელობა და მზადება მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების სახელისუფლებო კურსის მხარდამჭერი აქციის მოსაწყობად. კონტრაქციად რომ არ შერაცხონ და პროვოკაციებს თავი ავარიდოთ, გავავსოთ ეროვნული სტადიონი და მავნებლებს პარლამენტის წინ ტროტუარი დავუთმოთ – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის რადას დეპუტატის დავით არახამიას ვიდეომიმართვას, სადაც ის ამბობს, რომ რომ აქტიურად აქვს კომუნიკაცია აშშ-ის კონგრესმენებთან და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელებთან, რათა განხორციელდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი ბიზნესის წინააღმდეგ. უკრაინის რადას დეპუტატის განცხადებითვე, ამ გზით თავიდან იქნება აცილებული საქართველოს ჩაბმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს.

დავით ქართველიშვილის თქმით, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახსნა-განმარტებების მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაიბარონ.

„ამას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი:

1) გამოვიწვიოთ კიევიდან ჩვენი ელჩი, რომელიც შექმნილ ვითარებაში – ობიექტურად ვეღარ უმკლავდება უკრაინაში მიმდინარე, ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ორკესტრირებული დისკრედიტაციისა და სულში ჩაფურთხების კამპანიას

2) დაბარებული იქნას საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ახსნა-განმარტებების მისაღებად

3) შეწყდეს უკრაინის მიმართულებით ყველანაირი დახმარების გაწევა, კიევის მხრიდან შესაბამისი ახსნა-განმარტების მიღებამდე

4) დავიწყოთ მსჯელობა და მზადება: მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების სახელისუფლებო კურსის მხარდამჭერი აქციის მოსაწყობად – კონტრაქციად რომ არ შერაცხონ და პროვოკაციებს თავი ავარიდოთ, გავავსოთ ეროვნული სტადიონი და მავნებლებს პარლამენტის წინ ტროტუარი დავუთმოთ

ამ ეტაპზე თავში მეტი არაფერი მომდის – რაც ეხება თავმოყვარეობისა და ღირსების დაცვას“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ სამხარაძე: ტექსტში იმდენი ფაქტობრივი უზუსტობა და შეცდომაა, რომ თვითონ ტექსტიდან ჩანს, რომ ზერელე დამოკიდებულებაა ამ რეზოლუციის მიმართ
Next: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.