Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

მარშალ პრესი 12/06/2022
სულთმოფენობა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ და მეუფე შიომ აღავლინეს.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმიდის მადლი გადადის.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმიდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმიდით აივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რადგან ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

 

სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.

Post navigation

Previous: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
Next: „დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების“ პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციარებს შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.