Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოკლედ უთხრეს ამერიკელებმა უკრაინელებს – 2014 წლის მდგომარეობით უკრაინას ტერიტორიები აღარ ექნება, ნატოში ვერ შეხვალთ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რუსეთთან ჩვენ მოვილაპარაკებთ, ევროკავშირსა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს არაფერი ესაქმებათ რუსეთ-უკრაინის ომთან

მარშალ პრესი 13/02/2025
levan nikoleishvili

ძალიან მოკლედ უთხრეს ამერიკელებმა უკრაინელებს, 2014 წლის მდგომარეობით უკრაინის ტერიტორიები აღარ ექნება, ეს ერთი. ნატოში ვერ შეხვალთ, აშშ თქვენი ნატოში გაწევრიანების მომხრე არ არის და დანარჩენის აზრი მნიშვნელოვანი არც არის, ეს ორი. არჩევნების ჩატარება აუცილებელია, ეს სამი.

რუსეთთან ჩვენ მოვილაპარაკებთ, ეს ოთხი. რაც შეეხება ევროკავშირისა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს თქვენ არაფერი არ გესაქმებათ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ესეც ხუთი, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. ნიკოლეიშვილი რადიკალურად განწყობილ პირებს მიმართავს და ეკითხება ახლა მაინც თუ ესმით რას გადაურჩა საქართველო მისი ომში ჩაბმა და უკრაინიზაცია რომ არ მოხდა.

„ძალიან მოკლედ უთხრეს ამერიკელებმა უკრაინელებს, 2014 წლის მდგომარეობით უკრაინას ტერიტორიები აღარ ექნება, ეს ერთი. ნატოში ვერ შეხვალთ, აშშ თქვენი ნატოში გაწევრიანების მომხრე არ არის და დანარჩენის აზრი მნიშვნელოვანი არც არის, ეს ორი. არჩევნების ჩატარება აუცილებელია, ეს სამი. რუსეთთან ჩვენ მოვილაპარაკებთ, ეს ოთხი.

რაც შეეხება ევროკავშირისა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს თქვენ არაფერი არ გესაქმებათ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ესეც ხუთი. ახლა, კი ყველა ქართველმა განსაკუთრებით ტოპ-ტვინებმა და რადიკალურად განწყობილმა, აი იმათმა გუშინ და გუშინწინ, რომ ამტკიცებდნენ უკრაინა რუსეთს ომს უგებსო, ახლა მაინც თუ გესმით რას გადაურჩა საქართველო მისი ომში ჩაბმა და უკრაინიზაცია რომ არ მოხდა. ხოლო იმ ხალხს, ვისაც ეს კიდევ არ ესმის, დღესვე შეუძლიათ თავიანთ შვილებიან-მეუღლებიან-საყვარლებიანად წაბრძანდნენ უკრაინაში და იომონ, სანამ ცეცხლის შეწყვეტა ოფიციალურად არ გაფორმებულა, დიდი შანსები აქვთ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: საგამოძიებო კომისიას შედეგი აუცილებლად ექნება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება
Next: როგორ ჯდება ყალბ “იზოლაციაში” ე.წ. პრორუსული და ე.წ. ანტიდასავლური საქართველოს მთავრობის თავდაცვის მინისტრის მორიგი მაღალი დონის შეხვედრები ნატოში? ვერანაირად, რადგან უზნეოდ გამოგონილი ნარატივები კონკრეტული მტკიცებულებებით არასოდესაა გამყარებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025