Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საგამოძიებო კომისიას შედეგი აუცილებლად ექნება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება

მარშალ პრესი 13/02/2025
guram macharashvili

„ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიცია უკვე დიდი ხანია აღარ ჰქვია. ის არის სახელმწიფოს ოპოზიციაში. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი – როგორც გერმანიას თავის დროზე ნიურნბერგის პროცესმა ჩამოაცილა ნაციონალ-სოციალისტური, ფაშისტური პარტია, რის შემდეგაც ამოისუნთქა გერმანიამ და დაიწყო ნორმალური განვითარება, ასე უნდა მოხდეს ჩვენს შემთხვევაშიც“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგი აუცილებლად დადგება და „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება. „არამარტო „ქართული ოცნება“, „ხალხის ძალა“, ან ჩვენი მომხრეები, არამედ ჩვენი მოწინააღმდეგეებიც კი იმას აღნიშნავენ, თუ რით ვერ დასრულდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ბოგინი ქვეყანაში. არადა, ვერ დასრულდება, სანამ სამართლებრივად იარსებებს ეს პარტია.

კოლექტიური ნაცმოძრაობა არათუ სხვა პარტიებს, მათგან გასულ პარტიებსაც კი არ აძლევს განვითარების საშუალებას. მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები მოსაძებნიც არ არის – საერთაშორისო სასამართლოებშია ისეთი დასკვნები მიღებული, რომ მხოლოდ ისინია საკმარისი, ეს პარტია რომ გააუქმო, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. ამ კომისიის მუშაობის შედეგი აუცილებლად დადგება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: კაია კალასი ტრამპს “ემათხოვრება”, მოლაპარაკებებში ჩაგვრთეო. ხვდებით ხომ, რა დონეზეა დაცემული ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია?
Next: მოკლედ უთხრეს ამერიკელებმა უკრაინელებს – 2014 წლის მდგომარეობით უკრაინას ტერიტორიები აღარ ექნება, ნატოში ვერ შეხვალთ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რუსეთთან ჩვენ მოვილაპარაკებთ, ევროკავშირსა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს არაფერი ესაქმებათ რუსეთ-უკრაინის ომთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.