Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორ ჯდება ყალბ “იზოლაციაში” ე.წ. პრორუსული და ე.წ. ანტიდასავლური საქართველოს მთავრობის თავდაცვის მინისტრის მორიგი მაღალი დონის შეხვედრები ნატოში? ვერანაირად, რადგან უზნეოდ გამოგონილი ნარატივები კონკრეტული მტკიცებულებებით არასოდესაა გამყარებული

მარშალ პრესი 13/02/2025
gia abashidze

როგორ ჯდება ყალბ “იზოლაციაში” ე.წ. პრორუსული და ე.წ. ანტიდასავლური საქართველოს მთავრობის თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მორიგი მაღალი დონის შეხვედრები ნატოში? ვერანაირად, რადგან უზნეოდ გამოგონილი ნარატივები კონკრეტული მტკიცებულებებით არასოდესაა გამყარებული, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

აბაშიძის თქმით, “ქართული ოცნების” რუსეთუმეობას მხოლოდ რუსთაველზე მოხეტიალე მარგინალები თუ იჯერებენ და იქაც არაა ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით.

„როგორ ჯდება ყალბ “იზოლაციაში” ე.წ. პრორუსული და ე.წ. ანტიდასავლური საქართველოს მთავრობის თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მორიგი მაღალი დონის შეხვედრები ნატოში? ვერანაირად, რადგან უზნეოდ გამოგონილი ნარატივები კონკრეტული მტკიცებულებებით არასოდესაა გამყარებული.

იაფფასიან ბლა ბლას “ქართული ოცნების” რუსეთუმეობაზე მხოლოდ რუსთაველზე მოხეტიალე მარგინალები თუ იჯერებენ. იქაც არაა ერთსულოვნება ამ საკითხზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ „რამშტაინის ჯგუფის ფორმატის“ რიგით 26-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ, შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნა. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სიტყვით აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მიმართა.

კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება განიხილეს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საჭიროებებზე იმსჯელეს.
ამ ფორმატის შეხვედრები, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს,“- წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: მოკლედ უთხრეს ამერიკელებმა უკრაინელებს – 2014 წლის მდგომარეობით უკრაინას ტერიტორიები აღარ ექნება, ნატოში ვერ შეხვალთ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რუსეთთან ჩვენ მოვილაპარაკებთ, ევროკავშირსა და მათი სახელმწიფოების ლიდერებს არაფერი ესაქმებათ რუსეთ-უკრაინის ომთან
Next: ევროკავშირი დღეს აღარ არის საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, სრულად არის დაკნინებული და ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებს ისე განიხილავენ აშშ და რუსეთი, რომ მაგიდასთან ევროკავშირის ლიდერების ყოფნა აზრადაც კი არ მოსდით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025