Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაიშიფრა ის სქემა, რითაც მოქმედებს „დიფ სთეითი“

მარშალ პრესი 11/02/2025
tamta megrelishvili

„იმის მტკიცებულებები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი თანხები პოლიტიკურ პარტიებში ხვდებოდა, ვფიქრობ, რომ არსებობს. ამას არაერთი განცხადება მოწმობს და სავარაუდოდ, მეტი მტკიცებულებებიც გამოჩნდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაიშიფრა ორი უმსხვილესი ორგანიზაცია – USAID-ი და NED-ი, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორის მთავარი მკვებავი არტერია იყვნენ. „გაიშიფრა ის სქემა, რითაც მოქმედებს „დიფ სთეითი“ – გაიშიფრა ორი უმსხვილესი ორგანიზაცია – USAID-ი და NED-ი, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორის მთავარი მკვებავი არტერია იყვნენ.

აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი აუცილებლად გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე – საქართველოში. მივესალმები იმას, რომ სახელისუფლო გუნდი ყველაფერს აკეთებს და დროულად მოქმედებს იმისთვის, რომ მივიღოთ გარკვეული კანონები, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო, გადმორიცხული, თუნდაც დიდი ფულის სანაცვლოდ, არ გახდეს სათამაშო დიდი ინტერესების გავლენის სფეროში“, – აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: ჩვენი მთავრობის პირობებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში
Next: გვაქვს ამბიციური მიზანი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.