Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვაქვს ამბიციური მიზანი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება

მარშალ პრესი 11/02/2025
irakli kobakhidze

გვაქვს ამბიციური მიზანი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის დამოკიდებული სწორ პოლიტიკაზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ქვეყანაში, რათა კორუფციის დონე შემცირებულიყო.

„მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს მოწინავე პოზიცია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კვლევაც არ ასახავს სათანადოდ იმ პროგრესს, რომელიც მათ შორის ბოლო ერთ წლის განმავლობაში განიცადა ჩვენმა ქვეყანამ კორუფციის შემცირების თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე და ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაშიც იმისათვის, რომ ჩვენთან კორუფციის დონე შემცირებულიყო.

გარდა ამისა, მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ გვაქვს ამბიციური მიზანი ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის დამოკიდებული სწორ პოლიტიკაზე. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით.

მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. არც ერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, გამჭვირვალე და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შემცირდება კორუფციის დონე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული საკითხი ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: გაიშიფრა ის სქემა, რითაც მოქმედებს „დიფ სთეითი“
Next: დუბაიში „ბურჯ-ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.