Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი: მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ხალხის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეს არის მთავარი

მარშალ პრესი 11/06/2022
პრემიერი

ჩვენ, გარდა იმ რეფორმისა, რომელიც უკვე განვახორციელეთ და რამაც, რეალურად, ქვეყანა გარდაქმნა და წარმოაჩინა, როგორც სამაგალითო დემოკრატია, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ წინ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ მუშაობა ბრიუსელთან, ევროკავშირთან, ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო, იგივე 19 აპრილის შეთანხმებაში, ძალიან ბევრი, დიდი ნაწილი გადმოსულია ამ დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული რეფორმები და პროცესი გაგრძელდება.

„ეს კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დავასრულეთ, ეს ხომ პროცესია, რეალურად, ყველა სფეროში ასეა, ისე არ არის, რომ ადამიანმა რაღაც გააკეთა და გაჩერდეს. ეს არის ცოცხალი პროცესი და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე მოგვიანებით შეფასებას გავაკეთებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეს არის მთავარი.

გახსოვთ, თუ არ ვცდები, 2007, თუ 2008 წელი იყო, მაშინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინი გააჩინეს, რომ MAP-ის მონიჭებით თუ არ მონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს MAP-ი, მაგრამ რა მოხდა? ქვეყანამ გააგრძელა ნატოში ინტეგრაცია, ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ისევ, შეგახსენებთ, გახსნა ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. მე გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც თავის დროზე ევროკავშირი მისმა ფუძემდებლებმა დააფუძნეს
Next: ზელენსკის სპიკერი ბაიდენის განცხადებაზე: ზელენსკიმ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციების დაწესება სთხოვა, თუმცა მათ ამის მოსმენა არ სურდათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025