Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მსოფლიო სამთავრობო სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა შეხვედრები ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით

მარშალ პრესი 11/02/2025
anri oxanashvili

მსოფლიო სამთავრობო სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ასევე გათვალისწინებულია ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით სხვადასხვა შეხვედრები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამიტს მრავალი კუთხით არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მასზე თავს იყრიან მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები.

“ეს შესაძლებლობას გვაძლევს კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე საუბრისთვის. დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება არაერთი პოლიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა, ისევე როგორც გათვალისწინებულია ეკონომიკური და ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით სხვადასხვა შეხვედრები. ჩვენი დელეგაციისთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე, გავეცნოთ კონკრეტულ მიდგომებს მსოფლიო ლიდერების უშუალო მონაწილეობით. ჩვენ შევეხებით ასევე ისეთ თემებს, რაც საქართველოსთვის აქტუალურია, როგორიც არის ციფრული მმართველობა, ტექნოლოგიური ინოვაციები, კიბერუსაფრთხოების სფერო, რომელიც მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქტუალურია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Continue Reading

Previous: ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარეს
Next: ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025